პითაგორას სკოლა

ამ ნიშნით ცნობდნენ პითაგორელები ერთმანეთს
ითაგორული სკოლა იყო საიდუმლო საზოგადოების პირველი მოდელი. 
პითაგორული პენტაგრამა

      ის დახურული იყო თავის თავისებურებებზე, მაგრამ ამავე დროს ის თავისი პოლიტიკური როლით და ფილოსოფიისთვის მინიჭებული მნიშვნელობით იყო უნივერსალურისკენ,  საყოველთაოსკენ გახსნილი საზოგადოების პირველი მაგალითი.

 სწორედ პითაგორასგან მივიღეთ ცნება ფილოსოფოსი, რომელიც ნიშნავს საკუთრივ 
ადამიანური სიბრძნის მაძიებელ ადამიანს. 
   პითაგორასგან მივიღეთ აგრეთვე დემონსტრატიული, ყოველგვარი რელიგიური და მისტიკური რწმენისაგან თავისუფალი ცოდნის იდეალი. სწორედ ასეთ ცოდნას უწოდებს დასავლეთი მეცნიერებას და აქედან იღებს თავისი თეორიული და პრაქტიკული ეთიკის ლეგიტიმურობას. 
    პითაგორიზმი არის ეზოტერიზმის და ეგზოტერიზმის ,საეროსა და რელიგიურის შესაყარზე...
   მიუხედავად მისი საიდუმლო ხასიათისა პითაგორიზმი ბოლოს და ბოლოს გაიხსნა და საფუძველი ჩაუყარა ყოფელივე იმას, რასაც ბერძნების შემდეგ ვუწოდებთ ფილოსოფიას: 
  პითაგორელთა ძმობა საიდუმლო საზოგადოება იყო, მაგრამ ის გახსნილი იყო ქალებისთვის და უცხოელებისთვის. 



აალებული ვარსკვლავი,
სიყვარულის და ჰარმონიის
პითაგორული სიმბოლ
 პითაგორას სხვადასხვა მოწმობით უნდა ჰყოლოდა 300-2000 მოწაფე. 

    . თემის წევრები თავის თავს და ერთმანეთს უწოდებდნენ ჰომაკოოის  ანუ ერთად მსმენელებს  //აკოოი-მსმენელი//. ეს ხაზს უსვამდა იმას რომ პითაგორელები უპირატესობას ანიჭებდნენ ზეპირ ქადაგებას და სოკრატეს ხანამდე არ არსებობდა პითაგორელთა ნაწერები. მას შემდეგაც წერდნენ უბრალო შენიშვნებს და არა  ნაშრომებს.
  პითაგორელთა თემის წევრად გასახდომად საჭირო იყო მკაცრი წესების დაცვა. 

    აპულეუსის მოწმობით პითაგორეს უთქვამს, რომ ჰერმესს ვერ გამოაქანდაკებ ნებისმიერ ხეში. 
  ყურადღებით იკვლევდნენ თემის წევრობის მსურველის ოჯახს, განათლებას და ხასიათს. მას უწესებდნენ სამწლიან გამოსაცდელ ვადას. ფიზიონომიური ტექნიკა იძლეოდა ახალგაზრდა კაცის სახეზე მისი სულიერი მისწრაფებების ამოკითხვის საშუალებას. 

   თუ კი კანდიდატი ჩაითვლებოდა პითაგორელთა საძმოში შესვლის ღირსად ის მიიღებოდა როგორც ეგზოტერული,გარეშე მოწაფე. ხუთწლიანი დუმილის პერიოდის მანძილზე მას ჰქონდა მხოლოდ ხმის ამოუღებლად მოსმენის  უფლება. მას არ ჰქონდა ფარდის უკნიდან მოლაპარაკე მოძღვრის ნახვის უფლება. მხოლოდ გამოსაცდელი ხუთი წლის გასვლის შემდეგ შეეძლო  ეგზოტერულ მოწაფეს ეზოტერულ მოწაფედ გახდომა და ფარდის უკან გასვლა. 

   პითაგორელთა თემი შედგებოდა ორი დიდი ჯგუფისაგან. მსმენელებად და მათემატიკოსებად. ეს უკანასკნელები პითაგორას ხელმძღვანელობდნენ ჭეშმარიტი ცოდნის შესაძენად.

    მთლიანად თემი იყო კოსმოსის სახით აგებული ორგანიზმი რომელშიც ყოველი ჯგუფი ასრულებდა მის საკუთარ ამოცანას და იკავებდა ზუსტად განსაზღვრულ ადგილს. 
    პითაგორას ახლობლებს უწოდებდნენ პითაგორიკებს //"Pithagoriques// და მათ მოწაფეებს პითაგორელებს //Pythagoréens//. 
      თემი აწყობილი იყო პითაგორას საკრალური პიროვნების ირგვლივ. არავინ წარმოთქვამდა მის სახელს. მას უწოდებდნენ მოძღვარს. 

         თემის წევრთა ცხოვრება ექვემდებარებოდა მკაცრ განაწესს:

   აპოლონის ვარსკვლავთან ერთად ამდგარი პითაგორეველი იხსენებდა წინა დღეს თავის ქმედებებს ზუსტი მიმდევრობით და ფიქრობდა დამდგარი დღის დროის გამოყენებაზე. შემდეგ ის ბუნებაში სეირნობდა და მიდიოდა ტაძარში გაკვეთილის მოსასმენად. ამას მოყვებოდა ფიზიკური ვარჯიშები და პირველი საუზმე. ჭამდნენ პურსა და თაფლს. შემდეგ იყო საერთო საქმეების და პოლიტიკური საკითხების დრო. საღამოს ბოლო გასეირნება კომპანიონებს ეხმარებოდა დღის მოძღვრების ერთმანეთისთვის შეხსენებისთვის.  აბაზანის მიღების შემდეგ ათ-ათი კაცი მიუჯდებოდა მაგიდებს საერთო სადილისთვის. ყველაზე ახალგაზრდა მოწაფე ხმამაღლა კითხულობდა ჰომეროსის ან ჰესიოდეს რომელიმე ტექსტს და შემდეგ დღეს ამთავრებდა კოლექტიური ლოცვა. შემდეგ თემის წევრები შედიოდნენ თავ-თავის სენაკში სადაც უნდა გამოეკვლიათ თავისი სვინდისი და გასული დღის თავისი მოქმედებები და სიტყვები.

     საძმოს წევრთა განწმენდასთან დაკავშირებული იყო მრავალი ცერემონიული წესი. აკრძალული იყო ტაძარში ახალი ტანისამოსით შესვლა. ტაძარში უნდა შესულიყვნენ მარჯვენა მხრიდან და იქიდან უნდა გასულიყვნენ მარცხენა მხრიდან. ქალებს არ შეეძლოთ ბავშვის გაჩენა ნაკურთხი გალავნის შიგნით. აკრძალული იყო დაწვა მიცვალებულებისა რომლებიც უნდა დაეკრძალათ თეთრ სუდარაში.  ეს მკაცრი რეჟიმი იპყრობდა კომედიების ავტორთა ყურადღებას და ისინიც სიამოვნებით იგდებდნენ მასხრად ტანისამოსით და რეჟიმით იოლად საცნობ პითაგორელებს. მათ ბრალად სდებდნენ იმას რომ ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ თავის გარეგნობას,რომ ატარებდნენ გრძელ თმებს და იქცეოდნენ ექსტრავაგანტურად,რასაც შემდეგ ბრალად სდებდნენ კინიკოსებს //ცინიკოსებს//. 
     პითაგორელები ძირითადად ჭამდნენ ხილს,ბოსტნეულს,წყალში და რძეში დასველებულ კვერს . პითაგორელებს შეეძლოთ თევზის ჭამა. პითაგორა არ კრძალავდა ცხოველთა ხორცს გარდა გულისა,ღვიძლისა,ტვინისა და გამრავლების ორგანოებისა....
    პითაგორა მსხვერპლს წირავდა დელოსში, ერთადერთ ,,აპოლონის  საკურთხეველზე იმიტომ რომ მსხვერპლად წირავდა პურეულს ცეცხლის დანთებისა და ცოცხალი მსხვერპლის შეწირვის გარეშე. 
პორფირის თქმით პითაგორა ერიდებოდა სისხლის დაღვრას თავი შორს ეჭირა ყასბებისგან და მონადირეებისგან...
    ბერი-ჯარისკაცების ეს მჭიდრო თანამეგობრობა აძლიერებდა მეგობრულ კავშირებს.
     პითაგორიზმის თანახმად ყველა ცოცხალი არსება ენათესავება ერთმანეთს და პითაგორამ პირველმა დაადგინა რომ "მეგობართა შორის ყველაფერი საერთოა" და "მეგობარი არის მეორე მე". პითაგორელთა მეგობრობა საარაკო ამბად იქცა. ცნობილია ისტორია რომ ფინტიასმა თავისი სიცოცხლე შესთავაზა გარანტიად იმისა რომ მისი მეგობარი დამონი, ვინც სიკვდილით უნდა დაესაჯა ტირან დენისს, დაბრუნდებოდა. 


    სახელგანთქმულია იამბლიქის მიერ მოყოლილი მეორე ისტორიაც:


    ერთი პითაგორეველი მოგზაურობისას მძიმედ გახდა ავად. მას მალე გაუთავდა სახსრები და მისი თავშესაფრის  გამგე ეხმარებოდა როგორც ჩვეულებრივი მოვლით ისე ფულით მისი მდგომარეობის დამძიმების შესაბამისად. სიკვდილის წინ მოგზაურმა ფირფიტაზე დახატა ცნობის ნიშანი 
//სიმბოლონ// და თავშესაფრის გამგეს სთხოვა მისი სიკვდილის შემდეგ ამ სიმბოლონის დამაგრება თავშესაფრის გარე კედელზე. მან თქვა რომ მოვიდოდა ვინმე მისი ვალის გადასახდელად. 
    თავშესაფრის გამგემ სცადა წლების შემდეგ სიმბოლონის //იგივე სიმბოლო// წასაღებად გაიარა ვიღაც პითაგორეველმა. მან გაიგო მომხდარი ამბის შესახებ და თავშესაფრის გამგეს მისცა ბევრად უფრო მეტი თანხა იმაზე რაც თავშესაფრის გამგეს დაუჯდა მომაკვდავი პითაგორეველის მოვლა. 
      სიმბოლოებს ამოსაცნობ ნიშნებად იყენებდნენ  მხოლოდ მათემატიკოსებად წოდებული პითაგორელები რომლებიც  უფრო წინ წასულები იყვნენ  სამყაროს შემეცნებაში.
      პითაგორელები ერთმანეთს ესალმებოდნენ სიტყვით ჯანმრთელობა //Hugeia//.  პითაგორელთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შინაგანი სიმბოლო იყო  ვარსკვლავიანი სამმაგი სამკუთხედი,"პენტაგრამმა",რომლითაც პითაგორელები სცნობდნენ ერთმანეთს. ...
     პითაგორელების ერთ-ერთი სახელგანთქმული მოწოდება იყო "ეკლესიაში შედი უკანმოუხედავად" რაც ნიშნავს რომ ისინი ვინც მიისწრაფვიან ზეცისკენ ანუ მარადიული რეალობისკენ არ უნდა იხრებოდნენ  წარმავალი და არასანდო  ამქვეყნურობისკენ. 
    პითაგორა და მისი მიმდევრები ქადაგებდნენ იგავური, მიმდინარეობისთვის გარეშე ხალხისთვის გაუგებარი ენით. 
    კაცობრიობის დაყოფა უმეცრებად და ინიციირებულებად,
განდობილებად, იწვევდა ენის ორი ფორმის გაჩენას. საყოველთაოდ გასაგები ენა გამოიყენებოდა გრძნობებით აღქმად სამყაროზე ლაპარაკისთვის. განსაკუთრებული, მხოლოდ განდობილი პითაგორელებისთვის გასაგები ენა გამოიყენებოდა მხოლოდ გონებით მისაწვდომ მოვლენებზე, მიანიშნებდა უფრო მაღალ სამყაროზე.   
     პითაგორას თქმით მცოდნე შეიძლება გახდეს ის, ვინც არ იშურებს ძალისხმევას რათა გახდეს ინიციირებული, განდობილი და ეზიაროს პითაგორეველთათვის ცნობილ საიდუმლოებებს.  
    პითაგორიზმი ცდილობდა ამ განსაკუთრებული და უნივერსალისტული ენების გაერთიანებას ერთი სკოლის შიგნით და ალბათ სხვაობამ ამ ენათა შორის შეუწყო ხელი განხეთქილებას სკოლაში. 
    ჰიპარქისადმი მიწერილ სახელგანთქმულ წერილში ელევსისი აღშფოთებული იყო იმით რომ პითაგორეველ მოწაფეებად მიიღეს ადამიანები წინასწარი მორალური მომზადების გარეშე. 
    ელევსისის მისტერიების გამხელის მსგავსად პითაგორული მოძღვრებაც სავალდებულოდ მიიჩნევს საიდუმლოს თუმცა ეს საიდუმლო ყველა ადამიანს ეხება. 
    პითაგორას ფილოსოფია არ უახლოვდებოდა ღმერთების სიბრძნეს, მაგრამ მას განასხვავებდა სხვა ადამიანებისგან რომლებსაც მან მიუხედავად ყველაფრისა უანდერძა თავისი მეცნიერების საფუძვლები. 

Комментариев нет:

Отправить комментарий