მასალა მოძიებულია:
ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია;
საყმაწვილო ენციკლობედია ,,დილის" რედაქციით - მათემატიკა
ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია;
საყმაწვილო ენციკლობედია ,,დილის" რედაქციით - მათემატიკა
პითაგორა (ძვ. ბერძნ.ძვ. წ. 580 — ძვ. წ. 500) — ძველი ბერძენი, იონიელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. “პითაგორელები” დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია „პითაგორას თეორემით“, რომელიც მის სახელს ატარებს.
ცნობილს, როგორც „რიცხვთა მამა“, პითაგორას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფილოსოფიურსა და რელიგიურ სწავლებაში ძვ.წ. მე-6 საუკუნეში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ლეგენდებისა და გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული და ამგვარად რთულია დარწმუნებით მასზე ზუსტი ინფორმაციის მოყვანა. პითაგორასა და მის მოწაფეებს სწამდათ, რომ ყველაფერი დაკავშირებულია მათემატიკასთან და ასევე მიიჩნევდნენ, რომ ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელია ციკლთა რითმულობის გასაზღვრით.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პითაგორა დაიბადა სამოსში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. მამამისი მნესარხი მოხსენიებულია, როგორც სამოსში მცხოვრები, მაგრამ ბევრი ვერსია მიუთითებს, რომ პითაგორა დაიბადა ფინიკიაში ან სიდონში. ითვლება, რომ მნესარხი არის ფინიკიელი, რომელმაც მიიღო სამოსის მოქალაქეობა, ან პირიქით - ბერძენ ვაჭრად, რომელიც ცოლ პიფაიდასთან ერთად გადავიდა ფინიკიაში, სადაც გახდა მამა. სახელი მან მიიღო მის შემდეგ, რაც დელფიის წინასწარმეტყველმა პითეა იწინასწარმეტყველა მისი დაბადება (პითაგორა პირდაპირი თარგმანით ნიშნავს "ის ვიზეც იწინასწარმეტყველა პითეამ")
ასევე არსებობს ნაკლებად ცნობილი პითაგორას დაბადების სამი ვერსია: ის არის ტირელი (ანუ ეტრუსკი) ან ქალაქ ფლიუნტა და მეტაპონტას მაცხოვრებელი. ასევე არსებობდა ძველი მწერლების ვერსია, რომლებიც ამბობდნენ, რომ პითაგორა იყო ღმერთ აპოლონის შვილი.
ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მუსიკოსი პითაგორა სამოსელი, მაღალი, წარმოსადეგი, ათლეტური და ძლიერი მამაკაცი ყოფილა.
კრივი პანათენური ამფორა |
კლებსიდრა წყლის საათი |
მას ოლიმპიურ თამაშებშიც კი მიუღია მონაწილეობა და გამარჯვებულიც კი გამხდარა კრივში.ცოდნის წყურვილმა მოატარა ეგვიპტე და ბაბილონი, სადაც ეზიარა აღმოსავლელ ქურუმთა ცოდნას.ჩამოაყალიბა საიდუმლო კავშირი. კავშირის წევრობის მსურველს 5 წლიანი დუმილის აღთქმა უნდა დაედო, რადგან ეს დუმილის წლები, პითაგორას რწმენით, აზროვნების მოკრების კონცენტრირებისთვის იყო საჭირო.
პითაგორამ უარყო წყალი, როგორც ყოველივეს პირველსაწყისი. თალესის საპირისპიროდ, მან ამ საწყისად რიცხვები, მათი ჰარმონია და ურთიერთმიმართება გამოაცხადა. პითაგორა იყო პირველი, ვინც შემოიტანა ტერმინები - ,,ფილოსოფია" (ნიშნავს სიბრძნისმოყვარეობას) და ,,კოსმოსი". (საყმაწვილო ენციკლობედია ,,მათემატიკა").
ყველა ეს ვერსია ჩვენამდე მოვიდა მწერლებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ პითაგორას სიკვდილიდან 600-700 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მწერლების უმეტესობა ეყრდნობა უფრო ძველი მწერლების ვერსიებს, პითაგორას თანამედროვეებზე ინფორმაცია არ არის.